Friday, July 8, 2016

ხელოვნების ენციკლობედიური ლექსიკოონი

ბალეტი

Fr. ballet
It. ballo ცეკვა
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი, რომელშიც მხატვრული შინაარსი გადმოცემულია ცეკვით, მუსიკით, პანტომიმით. სათავეს იღებს უძველესი დროის ხალხურ ცეკვებში. თანამედროვე სახით ჩამოყალიბება დაიწყო აღორძინების ეპოქაში, სამეფო კარის დღესასწაულებზე და XVII-XVIII სს-ის იტალია-საფრანგეთში (ლიული, რამო). ბალეტის სიუჟეტს (ლიბრეტოს) ხშირად საფუძვლად უდევს ლიტერატურული ნაწარმოები, ზოგჯერ ზღაპარი, ლეგენდა. საბალეტო ცეკვები არის ყოფითი (რომელიც უახლოვდება ხალხურს) და კლასიკური. მათ ასრულებენ სოლისტები და კორდებალეტი (მასობრივ ცეკვებში დაკავებული მსახიობები). საბალეტო სპექტაკლის დადგმას ხელმძღვანელობს ბალეტმაისტერი.

მსოფლიოს საბალეტო სცენებზე უდიდესი წარმატებით იდგმება ადოლფ შარლ ადანის „ჟიზელი“, ლუდვიგ მინკუსის „დონ-კიხოტი“, პეტრე ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“, „გედების ტბა“, სერგეი პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“, იგორ სტრავინსკის „ღვთიური გაზაფხული“ და სხვ. საქართველოში საბალეტო ხელოვნებას საფუძველი ჩაეყარა XIX ს-ში მარია პერინის საბალეტო სტუდიის გახსნით. საყოველთაოდაა ცნობილი ანდრია ბალანჩივაძის ბალეტი „მთების გული“, ალექსი მაჭავარიანის „ოტელო“, დავით თორაძის „გორდა“. ბალეტის მსოფლიოში აღიარებული მოცეკვავეები არიან გალინა ულანოვა, მაია პლისეცკაია, ვახტანგ ჭაბუკიანი, ნინო ანანიაშვილი და სხვ.

No comments:

Post a Comment