ბალეტი (ფრანგულად: ballet; იტალიურად: balletto; ხოლო გვიანლათინურად ballo, თითოეული მათგანი კი ნიშნავს "ვცეკვავ"), სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო XVI საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო. ბალეტის მოცეკვავვე ქალს -ბალერინა, ხოლო მამაკაცს - ბალერონი ჰქვია.
ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, იტალიაში (XVI ს.) თავდაპირველად, როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი", 1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. XVII საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას.
ბალეტის სწავლას ადრეულ ასაკში იწყებენ. საბალეტო სკოლაში 8 წლის ბავშვებს იღებენ. ბალეტს ტალანტი, ნებისყოფა და მოქნილობა სჭირდება, ამიტომ მასწავლებლები სწორედ ამ მონაცემებით დაჯილდოებულ პატარებს ეძებენ.
სტუდიაში, სადაც მოცეკვავეები ვარჯიშობენ, კედლებზე ჰორიზონტალური ძელებია მიმაგრებული, რომელსაც მოცეკვავე ხელით ეყრდნობა, რათა ვარჯიშისას წონასწორობა შეინარჩუნოს. კედლებზე ასევე სარკეებია, რათა მოცეკვავემ თავისი მოძრაობა დაინახოს.
ბალეტის მოცეკვავისთვის, განსაკუთრებით ბალერინასთვის (მოცეკვავე ქალი) ყველაზე დიდი სირთულე ფეხის წვერებზე ცეკვაა.
საამისოდ ბალერინას საგანგებო ფეხსაცმელი აცვია, რომელსაც გამძლე და მაგარი წვერები აქვს. ბალერინას ფეხსაცმლი შეიძლება იყოს დამზადებული ატლასისგან, ტილოს ან ტყავისგან. ფერები: ვარდისფერი, შავი, ნაცრისფერი ან თეთრი.
ახალგაზრდა ბალერინები რომლებიც ახლა იწყებენ ბალეტის შესწავლას იცვამენ შედარებით მსუბუქ ფეხსაცმელს, ისინი სავალდებულოა 5 წელი ატარო და უამრავი ტრენინგი გაიარო
შემდეგ ბალეტის ფეხსაცმელ - პუანტებზე გადახვალთ. ინგლისურად "Pointe shoes" არის საბალეტო ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს მაგარი წვერი, რაც საშულებას აძლევს ბალერინას ჰქონდეს უწონადობის შეგრძნება.
კაბები კი უნდა იყოს ჰაეროვანი, რათა მოძრაობაში ხელი არ შეეშალოთ ბალერინებს.

რაც შეეხება საქართველოში ბალეტის განვითარებას:
რუსეთის იმპერიაში ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოშიც გავრცელდა. ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი - ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი (1910-1992) გახლავთ.
მან დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია 1924 წელს, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა. მალე საცხოვრებლად გადავიდა ლენინგრადში. აქ მან დიდი პოპულარობა მოიპოვა, კლასიკურ რეპერტუარებში წამყვან როლებს ასრულებდა. 1941 წლიდან კვლავ თბილისში დაბრუნდა, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმეისტერი გახლდათ.მან უამრავი სახელოვანი ბალეტის მოცეკვავე აღზარდა, როგორებიცაა ნინო ანანიაშვილი, ნიკა ცისკარაძე, ირმა ნიორაძე, დათო მახათელი, ლალი კანდელაკი...

No comments:
Post a Comment