Friday, July 8, 2016

ვახტანგ ჭაბუკიანი

ვახტანგ ჭაბუკიანი



ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი (დ. 12 მარტი [ძვ.სტ. 27 თებერვალი], 1910, თბილისი ― გ. 6 აპრილი, 1992) — ქართველიმოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი (1950), ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში ქალაქელი ხელოსნის ოჯახში. მამა, მიხეილი, სოფელ დიღმიდან იყო წარმოშობით; დედა ― ელენე ფილიახი-ჭაბუკიანი ― ქალაქ რიგიდან. ჰყავდა სამი და (ეკატერინე, მარიამი და ელენე) და ერთი ძმა (კონსტანტინე). ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. სწავლობდა ვერის მესამე დაწყებით სკოლაში და ამავე დროს მარია შევალიეს ინდუსტრიულ სკოლაში შეგირდად მუშაობდა. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა.

შემოქმედება

1926 წელს ლენინგრადში გადადის. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929–1941). აქ ის კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა. 1930 წლის 16 მარტს პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა"–ში ზიგფრიდის მთავარ პარტიას ასრულებს. ოდეტას პარტიის ერთ–ერთი საუკეთესო შემსრულებელიგალინა ულანოვა წერდა: "ისეთი პარტნიორი, როგორიცაა სერგეეევი , ჩემს საცეკვაო ინტერპრიტაციაში ოდეტას სახეს ლირიზმსმატებდა, ხოლო ჭაბუკიანი - ტემპერამენტს". 1930 წლის 19 ნოემბერს მას დაეკისრა ლუდვიგ მინკუსის "დონ კიხოტში" ბაზილის პარტია. მისმა პირველმა გამოსვლამ ლენინგრადის მოსახლეობა განაცვიფრა. "დონ კიხოტ"–მა მას სახელი გაუთქვა მთელ სსრკ–ში. ამის შემდეგ იწყება ჭაბუკიანის გასტროლები საქართველოში და საზღვარგარეთ. 1932 წელს იგი აშშ–ში მიიწვიეს. გამგზავრებამდე მან და მისმა პარტნიორმა ვეჩესლოვამ კონცერტები გამართეს ლატვიასა და ესტონეთში. პროგრამაში იყო დუეტები სპექტაკლებიდან: "პარიზის ალი""კორსარი""დონ კიხოტი"; აგრეთვე საკონცერტო ნომრები ჭაბუკიანის დადგმით.
1938 წლის ივნისში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სცენაზე წარმოდგენილი იქნა სახეშეცვლილი "მზეჭაბუკის" პრემიერა. მისი ახალი სახელია "მთების გული"1939 წელს სსრკ–ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მასწითელი დროშის ორდენი გადასცეს და დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. მისმა დადგმებმა განსაკუთრებული შესაძლებლობები გაუხსნა მამაკაცის პარტიებს.
1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად.1942წლის 8 მარტს ჭაბუკიანმა შარლ გუნოს "ფაუსტის" "ვალპურგის ღამე" დადგა, ხოლო 1945 წელს "გედის ტბა". 1947 წლის 12 თებერვალს დადგა გრ. კილაძის ბალეტი "სინათლე" (4 მოქმედებიანი), რომელსაც საფუძვლად დაედო ი. გედევანიშვილის ამავე სახელწოდების პიესა. 1950 წელს დაიწყო გასტროლები, კერძოდ კი სოჭში, სადაც პირველად იქნა ნაჩვენები ჭაბუკიანის მიერ დადგმული სპექტაკლი "გორდა".
1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვმებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში "ოტელოს" პრემიერა გაიმართა. ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი. მაია პლისეცკაია წერდა: “ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავეს და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს. დიდების ღირსია ქართველი ხალხი, რომელმაც შექმნა ასეთი მაღალნიჭიერი, მარად დასამახსოვრებელი ბალეტი”.1961 წელს ჭაბუკიანმა განახორციელა მორის რაველის ბალეტი "ბოლერო". 1967 წელს ჭაბუკიანის ახალი ბალეტი ფ. ღლონტის "განთიადი" შეიქმნა. 1980 წელს ბეთჰოვენის მუსიკაზე ჭაბუკიანმა შექმნა ერთაქტიანი ბალეტი "აპასიონატა". 1951 – 1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. 1982 წლიდან არის სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი. აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში.
ვ. ჭაბუკიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ახალგაზრდობის გარეშე. ბრწყინვალე პედაგოგი, ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, მთელი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი, იგი ზრდის არა მხოლოდ ქორეოგრაფიული სტუდიის ფარგლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავისი სპექტაკლების დადგმის დროსაც. მისი მოსწავლე–სტუდენტები არიან: ნინო ანანიაშვილიირმა ნიორაძენიკა ცისკარიძეიგორ ზელენსკი, აგრეთვე დათო მახათელიელენე გლურჯიძელალი კანდელაკი. "ჩემი პრინციპი უცვლელია, – ამბობდა ვ. ჭაბუკიანი, – ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას; ოღონდ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო: აუცილებელია პროპორციების სათანადო განაწილება და მათი მკაცრად დაცვა..."
1990 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ტეატრში ვ. ჭაბუკიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. გაზეთ "თბილისში" იოსებ ჭუმბურიძე წერდა: "შაბათ საღამოს ვახტანგ ჭაბუკიანს უშურველად მიაგო მშობელმა ერმა ზღვა სიყვარული და თაყვანისცემა. ხელოვნებაში მის მოღვაწეობას უკვე ოფიციალურად დაერქვა გმირობა". გიგა ლორთქიფანიძემ კი ასე განაცხადა: "დადგა დრო, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავს სამი საოცარი პიროვნება – კოტე მარჯანიშვილისანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი... ვახტანგ ჭაბუკიანმა სამადლობელო გვითხრა და კიდევ ერთი საოცარი ფრაზა: 'მე მგონია რომ რაღაც გავაკეთე'. როგორ გვჭირდება დღეს მაღალთა თავმდაბლობის ასეთი მაგალითები!..."
ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 წ. 6 აპრილს, ქ. თბილისში. იგი დაკრძალულია მთაწმინდისა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ვახტანგ ჭაბუკიანი - ჟიზელი

ადოლფ-შარლ ადანის ორ მოქმედებიანი ბალეტი “ჟიზელი”.
ლიბრეტოს ავტორები – თეოფილ გოტიე და ჟიულ ანრი სენ-ჟორჟი
“ჟიზელი” რომანტიული ეპოქის ყველაზე უბერებელი ბალეტად ითვლება, რომელსაც საფუძვლად დაედო ძველი სლავური პოეტური ლეგენდა “ვილისების” – ქორწილამდე გარდაცვლილი ქალწულების შესახებ, რომელიც ცნობილმა მწერალმა და კრიტიკოსმა თეოფილ გოტიემ ამოიკითხა ჰენრიხ ჰეინეს წიგნში “გერმანიის შესახებ”. ლეგენდის თანახმად, შუაღამისას საფლავებიდან წამომდგარი ვილისები მთვარის შუქზე თავდავიწყებით იწყებენ ცეკვას და სასიკვდილო ფერხულში ითრევენ ახალგაზრდა მამაკაცებს.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბალეტი “ჟიზელი” პირველად ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა 1942 წელს, ხოლო 1946 წელს მანვე თბილისელ მაყურებელს წარმოუდგინა ამ ბალეტის სრული ვერსია, რომელიც დღემდე სრულდებოდა ჩვენი ოპერის თეატრის სცენაზე.



ნინო ანანიაშვილი


ნინო ანანიაშვილი (დ. 19 მარტი1963თბილისი) — ქართველი პრიმა-ბალერინა,საქართველოს სახალხო არტისტი (1989), რუსეთის სახალხო არტისტი (1995).
ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, 1973 წელს იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, შემდეგ კი სწავლა ქ. მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო, პედაგოგ ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით.
1977 წელს მოსკოვში განაგრძო მეცადინეობა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა რაისა სტრუჩკოვასთან. 1980 წელს საბალეტო სასწავლებლის სპექტაკლში „კოპელია“ მისი სცენური დებიუტი შედგა . 1981 წელს ბოლშოის ბალეტში მიიღეს, როგორც სოლისტი და 1985-2004 წლებში ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.
ნინო ანანიაშვილმა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე მოამზადა და შეასრულა მთავარი პარტიები ბალეტებში: „გედების ტბა“, „მძინარე მზეთუნახავი“, „ჟიზელი“, „რომეო და ჯულიეტა“ (ლ. ლავროვსკისა და ი. გრიგოროვიჩის ვერსიები) „რაიმონდა“; „დონ კიხოტი“, „კორსარი“, „მაკნატუნა“ (ი. გრიგოროვიჩის დადგმა), „ბაიადერა“, „ოქროს საუკუნე“, „სილფიდა“, „ფარაონის ასული“, „შოპენიანა“, „პატარა პრინცი“ და სხვა.
1988 წლიდან ნინო ანანიაშვილი გამოდიოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. ის იყო პირველი მოცეკვავე, ანდრის ლიეპასთან ერთად, ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში „ნიუ-იორკ სიტი ბალე”, სადაც იცეკვა ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებში „სიმფონია დო მაჟორი“, „აპოლო“, „რაიმონდა ვარიაციები“. იგი ასევე გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში(კოვენტ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში.1993-2009 წლებში ნინო ანანიაშვილი ამერიკული ბალეტის თეატრის (ABT) მიწვეული პრიმა-ბალერინა იყო. იგი შვედეთის,ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის, მონტე-კარლოს, ბირმინგემის, ბოსტონის, ტოკიოს და სხვა საბალეტო სცენების ხშირი სტუმარია. არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, ზურაბ ანჯაფარიძისა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც ხელოვნების დარგში მიღწევებისათვის რუსეთის ეროვნული პრიზი „ტრიუმფი“ მიენიჭა.
1997 წელს ნინო ანანიაშვილს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება.
1999 წლის დეკემბერში ნ. ანანიაშვილს გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის, მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი“.
2002 წელს ნინო ანანიაშვილი დასახელდა ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად, რომელიც ბალეტში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ ჯილდოს წარმოადგენს.
ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც იაპონიაში გადაუხადეს საბალეტო მოღვაწეობის ათი და ოცი წლის იუბილე.
2004 წლიდან პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით ნინო ანანიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობს.
2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი დაინიშნა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად. ათი თეატრალური სეზონის განმავლობაში დასში მისი ხელმძღვანელობით ორმოცდაათზე მეტი საბალეტო სპექტაკლი და მინიატურა დაიდგა. დღეს რეპერტუარში არის როგორც კლასიკური სპექტაკლების ახალი რედაქციები, ასევე ბალანჩინის, ეშტონის, ბურნონვილის, კილიანის ბალეტები. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ გამოჩენილი თანამედროვე ქორეოგრაფები ალექსეი რატმანსკი, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, სტენტონ უოლში, იორმა ელო, ალექსანდრა ევთიმოვა, ტეტ კასკი და სხვები. საბალეტო დასი წარმატებით გამოვიდა გასტროლებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში (2007, 2008 და 2010 წლებში), იაპონიაში (2008, 2012), ეგვიპტეში, იტალიაში, ესპანეთში, ეკვადორში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და მინსკში. 2008 წელს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე დასმა ჰერალდ ენჯელსის პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.
საბალეტო დასის ხელმძღვანელობასთან ერთად ნინო ანანიაშვილი განაგრძობს აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას. მისთვის თბილისში ალექსეი რატმანსკიმ დადგა ერთმოქმედებიანი ბალეტი „ბიზე ვარიაციები“. მან მიიღო უფლება, ეცეკვა ფრედერიკ ეშტონის ბალეტში „მარგარიტა და არმანი“, რომელიც ინგლისის სამეფო ბალეტში მარგო ფონტეინისა და რუდოლფ ნურიევისთვის დაიდგა. ბალეტის პრემიერა 2008 წლის 9 მაისს გაიმართა.
2007 წელს ნინო ანანიაშვილი, ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის საქართველოში, არჩეულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად.
2011 წელს იტალიის პრეზიდენტმა დააჯილდოვა იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით. [1]
2012 წელს თბილისში, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით, აღინიშნა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე.
მეუღლე - გრიგოლ ვაშაძე, დიპლომატი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (2008-2012), ქალიშვილი - ელენე ვაშაძე (დაბადებული 2006 წელს).

Tchaikovsky - Swan Lake - four little swans


გედების ტბა


გედების ტბა (რუს. Лебединое Озеро) — ბალეტი, რომელიც დაწერა რუსმა კომპოზიტორმა პეტრე ჩაიკოვსკიმ 1875-1876წლებში. სცენარი ეკუთვნის ვლადიმერ ბეგიჩევს და ვასილი გელტსერს. პიესა დაფუძნებულია ძველ გერმანულლეგენდაზე, რომელიც მოგვითხრობს პრინცესა ოდეტზე, რომელიც ბოროტი ჯადოქრის წყევლის შედეგად გედად გადაიქცა. ორიგინალური პროდუქციის ქორეოგრაფი იყო ჯულიუს რეისინგერი. ბალეტის პრემიერა 1877 წლის 20 თებერვალს შედგა მოსკოვის დიდ თეატრში.

ხელოვნების ენციკლობედიური ლექსიკოონი

ბალეტი

Fr. ballet
It. ballo ცეკვა
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი, რომელშიც მხატვრული შინაარსი გადმოცემულია ცეკვით, მუსიკით, პანტომიმით. სათავეს იღებს უძველესი დროის ხალხურ ცეკვებში. თანამედროვე სახით ჩამოყალიბება დაიწყო აღორძინების ეპოქაში, სამეფო კარის დღესასწაულებზე და XVII-XVIII სს-ის იტალია-საფრანგეთში (ლიული, რამო). ბალეტის სიუჟეტს (ლიბრეტოს) ხშირად საფუძვლად უდევს ლიტერატურული ნაწარმოები, ზოგჯერ ზღაპარი, ლეგენდა. საბალეტო ცეკვები არის ყოფითი (რომელიც უახლოვდება ხალხურს) და კლასიკური. მათ ასრულებენ სოლისტები და კორდებალეტი (მასობრივ ცეკვებში დაკავებული მსახიობები). საბალეტო სპექტაკლის დადგმას ხელმძღვანელობს ბალეტმაისტერი.

მსოფლიოს საბალეტო სცენებზე უდიდესი წარმატებით იდგმება ადოლფ შარლ ადანის „ჟიზელი“, ლუდვიგ მინკუსის „დონ-კიხოტი“, პეტრე ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“, „გედების ტბა“, სერგეი პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“, იგორ სტრავინსკის „ღვთიური გაზაფხული“ და სხვ. საქართველოში საბალეტო ხელოვნებას საფუძველი ჩაეყარა XIX ს-ში მარია პერინის საბალეტო სტუდიის გახსნით. საყოველთაოდაა ცნობილი ანდრია ბალანჩივაძის ბალეტი „მთების გული“, ალექსი მაჭავარიანის „ოტელო“, დავით თორაძის „გორდა“. ბალეტის მსოფლიოში აღიარებული მოცეკვავეები არიან გალინა ულანოვა, მაია პლისეცკაია, ვახტანგ ჭაბუკიანი, ნინო ანანიაშვილი და სხვ.